ვინ არის 21 წლის ქართველი გოგო, რომელიც გერმანიის უნივერსიტეტში 100% -იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

21 წლის ხატია ხუნწელია გერმანიაში, ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე, 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

ხატია ამ დრომდე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლობდა.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს გზა ჩემთვის საუკეთესო იქნებოდა, მით უმეტეს, სამართლის განხრით, ვფიქრობ, რომ მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, საუკეთესო არჩევანია.

ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი სწავლის საკითხს და ბოლომდე შევძელი, რომ ამ შედეგისთვის მიმეღწია.

ოჯახისგან მოშორებით, მარტო მომიწევს ცხოვრება, თუმცა, მიუნხენში ახლო ნათესავები მყავს, რომლებთან ერთადაც შემიძლია თავისუფალი დრო გავატარო.

კარიერის განვითარების მხრივ ავირჩიე ეს გზა, მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში დავბრუნდე და თუ რაიმე შესაძლებლობა მექნება, ჩემს ქვეყანას დავუდგე გვერდში და აქ ვიყო“, – ამბობს ხატია ხუნწელია ,,პრაიმტაიმთან”.

წყარო: https://primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები