ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელიც საბურთალოზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

საბურთალოს სასაფლაოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მგზავრი, ზუგდიდელი 18 წლის ლუკა ჟვანიაა, რომელიც თბილისის რეგიონულ ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, კერძო მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა და ამობრუნდა. შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები