ვინ არის 16 წლის მოზარდი, რომელიც გუშინ მშენებლობაზე დაიღუპა

გუშინ თბილისში ერთ-ერთი მშენებლობაზე 16 წლის მოზარდი ლიფტში ჩავარდა და დაიღუპა. დაღუპული გიორგი ბეშკენაძეა, რომელიც მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. გარდაცვლილი არასრულწლოვანი დედასთან ერთად ლაგოდეხი მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანში ცხოვრობდა. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, გია გაფრინდაშვილის ინფორმაციით, ბეშკენაძეები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ.

„კარგა ხანს ეხმარებოდა მუნიციპალიტეტიცა და “წითელი ჯვარიც”. ბოლო ერთი წელია, ხშირად იმყოფებოდნენ მეზობელ სოფელ ლელიანში ბიძასთან“, – აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

წყარო: “პრაიმტაიმი”

კომენტარები

სხვა სიახლეები