გოგონა, რომელმაც ქარელში თავი ჩამოიხრჩო, 16 წლის ციცი ბერუაშვილია.
შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფცაში მოხდა.
როგორც ცნობილია, სახლის სარდაფში
თოკზე ჩამოკიდებული გოგონა დედამ იპოვა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა სუიციდის მიზეზი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, მიმდინარებს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევა გუშინ მოხდა.