ვინ არის 11 წლის ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელმაც იტალიურ სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა

იტალიური პრესა 11 წლის ქართველი გოგონას, მარიამ შარაშიძის სილამაზეზე ალაპარაკდა. ის “მის ფეშენ ჯუნიორ მოდელი” გახდა. როგორც ჟურნალი “სარკე” წერს, მოდის კვირეული რომში აპრილში ჩატარდა და მასში 26 ქვეყნის წარმომადგენელი, დიზაინერები და მოდელები მონაწილეობდნენ.
კონკურსანტებს 15 კაციანი ჟიური აფასებდა, რომელთა შორის 12 ქართველი მოდელიც იყო. 7-13 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას 7 ქართველი გოგონა წარმოადგენდა და ერთ-ერთს, 11 წლის მარიამს, გამარჯვება ხვდა წილად.

კომენტარები

სხვა სიახლეები