ვინ არის “ჩემი ცოლის დაქალების” ბაქარი

საზოგადოებისთვის ცნობილი სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონის ერთ-ერთი გმირი ბაქარ ორჯონიკიძე, რომელიც იმერეთის სოფელ ღორეშიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოვიდა, 16 წლის ბუბა მათნაძეა.

იგი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ საბავშვო თეატრიდან ქასტინგის მეშვეობით მოხვდა. როგორც მსახიობმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ამ სერიალით მისი დებიუტი შედგა.

– ბუბა, საზოგადოებამ არ იცის შენს შესახებ, თუ ვინ ხარ, რას საქმიანობ და სად სწავლობ… – ვსწავლობ 106-ე საჯარო სკოლაში. ვარ მე-11 კლასის მოსწავლე. ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, რაზე ჩავაბარებ, იმიტომ რომ თეატრალურის გარდა კიდევ ორ რაღაცაზე ვფიქრობ, თუმცა, თეატრალური ძალიან საინტერესოა, არ ვჩქარობ გადაწყვეტლების მიღებას. მინდა კარგად დავფიქრდე.

– გგავს თუ არა სერიალის პერსონაჟი და მოგწონს თუ არა? – ბაქარის პერსონაჟი რაღაცით მგავს, პირველ რიგში, იმით, რომ უფრო მიზანდასახულია და ბოლომდე გაიყვანს რაც მას უნდა.

მისი პერსონაჟი რაღაცით მომწონს, იმიტომ რომ ყველა სიტუაციაში ისეთი არის, როგორიც უნდა იყოს: როცა საჭიროა, ძმაკაცურია, როცა საჭიროა, მორცხვია, როცა საჭიროა, უყვარს.

– სერიალში როგორ მოხვდი? – სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მოვხვდი საბავშვო თეატრ „მეორე სახლიდან“ ქასტინგით.

ძალიან საინტერესო გადაღებებია და ძალიან მომწონს. ამ სერიალის გარდა არსად არ მითამაშია. აქ ჩემი პირველი როლია.

– თუ გყავს შეყვარებული, ან თუ შეგიყვარდებოდა ისეთი გოგო რომელიც სერიალში ბაქარს უყვარს? – ნამდვილ ცხოვრებაში შეყვარებული არ მყავს. რეალურად ძალიან ეჭვიანი ვარ და ისეთ გოგოს ვერასდროს შევიყვარებ, როგორც სერიალში ჩემს პერსონაჟს უყვარს. სერიალის დაწყებას ყოველთვის ველოდები და თვალყურს ვადევნებ. გადაღებების დროს არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ, ასე თუ ისე, შევეჩვიე სიტუაციას. როდესაც ქუჩაში გავდივარ, ხალხის ყურადღებას ვგრძნობ. ყოველთვის კარგად მხვდებიან.

მარიამ ლომინაძე.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები