ყატარის შეიხის ჰამადის მეუღლეს შეიხა მოზას უამრავი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამდებობა უკავია, მათ შორის არის საპატიო: ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდის თავმჯდომარე, ოჯახური საკითხების უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი, განათლების უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელი. შეიხა მოზამ განათლება სოციოლოგიის მიმართულებით ყატარის ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღო, შემდეგ კი ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტებში სტაჟირება გაიარა.
შეიხა მოზა ხშირად ჩნდება საზოგადოებაში და სხვადასხვა აქტივობებში იღებს მონაწილეობას, რაც ერთი მხრივ ისლამურ ქვეყნებში გაღიზიანებას იწვევს, მეორე მხრივ კი აღფრთოვანებას. გავლენიანი ქალბატონი პატრიარქალურ ყატარში ქალური სიძლიერის უდიდესი მაგალითია. გარდა მისი აქტიური მოღვაწეობისა შეიხა ხშირად ყურადღების ცენტრში მოდური და ელეგენტური ჩაცმულობით ექცევა. მკაცრი რელიგიური წესების მიუხედავად შეიხა მოზა მუდმივად ახერხებს გამოიყურებოდეს დახვეწილად და მოდურად.
შეიხა მოზა 2015 წელს თბილისშიც იმყოფებოდა. ის საქართველოში ერევნიდან ჩამოფრინდა. თბილისსში რუს მეგობრებთან ერთად, ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.
სხვა სიახლეები