ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც ვლადიმერ პუტინის პორტრეტი დახატა და 400 ათას ევროდ გაყიდა

რუსეთის  პრეზიდენტის, ვლიდიმერ პუტინის პორტრეტი 400 ათას ევროდ გაიყიდა. პორტრეტის ავტორი ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვარი, დავით დათუნაა,
ნამუშევარი, რომელსაც “ყველაფრისმხედველი ვ” ქვია ჰელსინკში ტრამპისა და პუტინის შეხვედრას ეძღვენება. ნამუშევარი რუსმა ბიზნესმენმა შეიძინა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.
მხატვარმა აღნიშნა, რომ პორტრეტი პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას შეუკვეთეს.
“20 წელია, რაც რუსეთში არ ვყოფილვარ. ყველაფერი ძალიან შეიცვალა, არა მხოლოდ სტადიონი, ქუჩები, არამედ – ხალხიც. პორტრეტი დახატვა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას შემიკვეთეს. უნდა დამეხატა პუტინი,
როგორსაც მე ვხედავდი და აღვიქვამდი, ისე უნდა დამეხატა ვლადიმერ პუტინი. შეხვედრაზე სწორედ ასეთი, “ყველაფრისმხედველი” პუტინი დავინახე, რადგან მისი ყოფნა თითქმის ყველგან იგრძნობა და სწორედ ეს განცდა მინდოდა, აღბეჭდილიყო ჩემს ნამუშევარში”.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მხატვრის პირველი ნამუშევარი არ არის, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ფიგურირებს. მას ეკუთვნის, ასევე, ცნობილი ინსტალაცია – “პუტინი – მონა ლიზა”.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები