ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ბაქოში სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა

ქართველი გოგონა მაია ამაშუკელი ბაქოში სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა. “Miss Union Baku 2016”-ში დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენელი ლამაზმანები მონაწილეობდნენ.

კონკურსის ფინალი 20 აგვისტოს შედგა. საქართველოს წარმომადგენლის კონკურენტები ფინალურ ტურში ყაზახეთის, რუსეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, მოლდოვასა და უკრაინის წარმომადგენლები იყვნენ.კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა ეროვნული კულტურა წარმოადგინეს, მონაწილეობა მიიღეს სპორტულ შოუში, ინტელექტუალურ კონკურსსა და თემატურ დეფილეში.მაია ამაშუკელი 23 წლისაა. თბილისელი გოგონა სილამაზის რამდენიმე კონკურსის მონაწილეა, მათ შორის “მის საქართველო 2015”-ის, სადაც “მის მეგობრობის” ტიტული დაიმსახურა.

წყარო:http://www.ambebi.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები