ვინ არის სექსუალური ქალბატონი, რომელიც პრეზიდენტობას უმიზნებს

2015 წელს პოლონეთის პრეზიდენტის პოსტი შეიძლება, ქალმა დაიკავოს. 35 წლის მაგდალენა ოგურეკი აქამდე მსახიობი, ტელეწამყვანი და ისტორიკოსი იყო, ახლა მას სერიოზული პოლიტიკური ამბიციები აქვს.

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ქალი აცხადებს პრეტენზიას პოლიტიკაში მაღალ პოსტებზე. ხშირად კარგადაც ართმევენ თავს მოვალეობებს – თუნდაც XXI საუკუნის ”რკინის ლედი” ანგელა მერკელი ღირს ამის დასტურად. ახლა შეიძლება, პოლონეთიც შეუერთდეს იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთაც ქალები მართავენ.

35 წლის მაგდალენა დემოკრატიული მემარცხენე ძალების კავშირს წარმოადგენს და, პოლიტოლოგების აზრით, გამარჯვების სერიოზული შანსები აქვს.

მას ამომრჩეველი კარგად იცნობს, როგორც ტელეწამყვანსა და სერიალების მსახიობს, თუმცა ასევე არის ისტორიკოსი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი, ლექციებს კითხულობდა ვარშავის უნივერსიტეტში. გათხოვილია ასევე პოლიტიკოსზე და 9 წლის ქალიშვილს ზრდის.

მაგდალენა გამარჯვებისთვის არის მომზადებული და დიდი იმედი აქვს, რომ პოლონეთში ბევრ რამეს სასიკეთოდ შეცვლის.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები