ვინ არის სამხედრო მოსამსახურე , რომელმაც იგოეთთან ავარიისას დაშავებულები გადაარჩინა

შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის კაპრალ-სპეციალისტმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. ამის შესახებ ცოდნის სახლი წერს.

სამხედრო მოხელე გოჩა ნონაშვილია, მან იგოეთთან მომხდარი ავარიისას, მოქალაქეები გადაარჩინა:

„გუშინ გამთენიისას გოჩა ნონაშვილმა, რომელიც მსახურობს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონში კაპრალ-სპევიალისტის წოდებით, ჩაიდინა სამოქალაქო გმირობა:

მან მსუბუქი ავტომობილიდან, რომელიც იგოეთთან ხეს შეეჯახა, თავისი ჯანმრთელობის რისკის ფასად, ამოიყვანა ოთხი მძიმე მდგომარეობაში მყოფი მგზავრი და პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია სასწრაფო დახმარების მოსვლამდე!

ექიმების მოსვლის შემდეგაც აქტიურად ეხმარებოდა მედპერსონალს, სწორედ გოჩას ძალისხმევით მოხერხდა ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

აი,ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო!

ჩემი მოკრზალებული თხოვნა იქნება ყველამ თითო მოწონება და გაზიარება არ დავიზაროთ,ქვეყანა უნდა იცნობდეს და ჯეროვნად აფასებდეს მის გამორჩეულ მამულისშვილებს!!!

გვერდიც მოიწონეთ ან გამოიწერეთ.

ახალი თაობა საქართველო“

კომენტარები

სხვა სიახლეები