ვინ არის პილოტი, რომელიც ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა (ფოტო)

ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპული პილოტი 46 წლის ილიკო ბაიდაშვილია. ის, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო–საჰაერო ძალების სარდლობის მთავარი შტაბის ა–7
განათლების სამმართველოს ყოფილი უფროსი იყო. ბაიდაშვილს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ყაზბეგში სასტუმრო “რუმსის” პირადი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და ერთ-ერთი სწორედ პილოტი ილიკო ბაიდაშვილი იყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები