მაშველებმა პალიასტომის ტბაზე დაღუპული ბიჭი იპოვეს. წყალში სამძებრო სამუშაოები 23 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
24 წლის გოგა თავბერიძეს ფოთში 4 იანვრიდან ეძებდნენ. იგი სახლიდან გასვლის შემდეგ აღარავის უნახავს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.