წუხელ აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერი გამოიწვია, რამაც ლევან თედორაძის საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი “ტოიოტა პრიუსის” მარკის ავტომობილი წაიღო.
სტიქიისას სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა: ლევან თედორაძე, მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი. ავტომობილში სოფელ ერგეში მცხოვრები ბექა ბოლქვაძე და მისი სტუმარი იმყოფებოდნენ, ამ უკანსკნელის ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.