ჟურნალისტ და ტელეწამყვან ნოდარ მელაძეს ტყუპი გოგონები შეეძინა. პატარებს თინანო და ნატატა დაარქვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნოდარ მელაძე ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. გოგონა, რომელმაც ჟურნალისტს ტყუპები გაუჩინა, ასევე “რ2” -ის გუნდის წევრი- თეა ცეცხლაძეა.
“სხვა ცხოვრება, სხვა განცდა, სხვა გრძნობა. დღეიდან ორი შვილის მამა ვარ. ნატატა და თინანო მელაძეები დაიბადნენ. Tea Tsetskhladze მადლობა ამ დღისთვის “,- წერს მელაძე.