ვინ არის ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილი (ფოტო)

ფონიჭალაში ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილის ცხედრები იპოვეს.
30 წლის სოფიო ყაველაშვილი და მისი 9 თვის ვაჟი, ნიკოლოზ ცერცვაძე 23-ე კორპუსის მეორე სართულზე იმყოფებოდნენ, როდესაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. აფეთქება ფონიჭალაში 10:00 საათისთვის მოხდა.
წინასწარი ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
მომხდარის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია.

კომენტარები

სხვა სიახლეები