23 წლის ირანელი მოდელი, მინა ჯეი საქართველოს სიყვარულითაა შეპყრობილი. თბილისში საკუთარი, პატარა სასტუმროც ჰქონდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, სასტუმროს ბიზნესზე უარი თქვა.
მან ცნობილ ამერიკელ მსახიობსა და სცენარისტ კრისტოფე გორდონიაზე იქორწინა. წყვილმა ქორწილი საქართველოში გადაიხადა.
“ჩვენი ოჯახის წევრებისთვის ძალიან ადვილი იქნება საქართველოში ჩამოსვლა, რადგან თქვენი ქვეყანა მშვიდობიანია და მშვიდობიანი ხალხი ცხოვრობს. მე და ჩემი მეუღლე კი საქართველოში ვაპირებთ ცხოვრებას”, – განაცხადა მინამ.