ვინ არის მაშველი, რომელმაც 13 ივნისს 8 ადამიანი გადაარჩინა და თავად დაიღუპა (ფოტო)

2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. მუზაშვილმა საკუთარი მეწყვილე და კიდევ 7 ადამიანი გაადარჩინა, თავად კი მდინარე ვერეს მოვარდნილ ღვარცოფს შეეწირა.
“ფეხი დამიცდა და წყალში აღმოვჩნდი. ზურა ჩემ გადასარჩენად გადმოეშვა, წყლიდან ამომიყვანა. შემდეგ დანარჩენების გადასარჩენად კვლავ წყალში შევიდა. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ის გაყინულ წყალში, რომელიც ტალახის ფაფასავით იქცა, ყვინთავდა და კიდევ შვიდი ადამიანის გადარჩენა მოახერხა. მეტის ვეღარ შეძლო, თავადაც გაუჩინარდა”,- იხსენებს მუზაშვილის მეწყვილე.

კომენტარები

სხვა სიახლეები