სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი, გიორგი მასხარაშვილი ფოტოს ავრცელებს, რომელზეც გამოსახულია მამაკაცი, დიმიტრი არსანი, რომელსაც გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რეზინის ტყვია მოხვდა და ფილტვი დაუზიანა.
„გაიცანით – ჩემი ძმა, დიმიტრი არსანისი. მას ტყვიამ ფილტვი გაუხია. ექიმებმა ტყვია არ გვაჩვენეს, მაგრამ თქვეს, რეზინის იყოო. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, რეზინის ტყვია ფილტვშიც თუ აღწევს…”,- წერს გიორგი მასხარაშვილი სოცქსელში.