გუშინ, გრიგოლეთში, ზღვაში 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი რატი რატიშვილია.
“40 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩოო – აცხადებენ, რაღაცებს ამბობენ, ათას სისულელეს. როგორ გინდა გული არ გაგისკდეს, რანაირად.. არ იცით, როგორი რატი დავკარგეთ, სიკეთის კუნძული, ყველას რატი, ყველას მეგობარი, ყველას გულშემატკივარი, რომ იჯდა და ანათებდა ისეთი ბიჭი. ვერ გეცოდინებათ, რამხელა სიკეთე წაიყვანა იმ ავბედითმა ტალღამ, უზარმაზარი გული ამ საზარელ სამყაროს რომ ანათებდა. ერთი დიდი სიყვარული. ჩემი ძმის ძმა. ჩემი ოჯახის წევრი”,- წერს გარდაცვლილის ახლობელი, კატო ჯავახიშვილი.