ვინ არის ლეჩხუმელი ქალი, რომელმაც ქართული ხორბლის უძველესი ჯიშები აღადგინა

მანონი ახვლედიანის სახელი და გვარი ლეჩხუმში (და არა მარტო) საინტერესო ისტორიებთან ასოცირდება. ერთი სიფრიფანა გოგო, მაღალმთიანი ლეჩხუმის სოფელი ნასპერიდან, იქვე ახლომდებარე სოფელ ღვირიშში 1992 წელს იურა ხეცურიანს გაყვა ცოლად და ორი ვაჟი შეეძინათ. მაგრამ 14 წლის წინ მანონის მეუღლე გარდაეცვალა და მარტოს მოუწია ოჯახის გაძღოლა.
ღვირიშის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის პედაგოგად დაიწყო მუშაობა და დღეს იგი საქართველოს დამსახურებული პედაგოგია.
მანონიმ 2017 წელს უნიკალური ხორბლის ჯიშის სახეობა- ზანდურის აღდგენა დაიწყო თავის ნაკვეთზე, ერთი მუჭა თესლისგან ერთი კალათა თავთავი შნაკვით აიღო. ააშენა ზანდურის სახლი – პატარა ბეღელი და მუზეუმი თავისივე ეზოში.
ლეჩხუმში პურისთავთავის უნიკალური ჯიშების სახეობის მახასა და ზანდურის მოყვანა -წარმოება გასულ საუკუნეებში განსაკუთრებული რუდუნებით მიმდინარეოდა და აქაური გლეხები ძირითადად ამ ჯანსაღი პურით იკვებებოდნენ,მერე თანდათან ეს ყოველივე დავიწყებას მიეცა და ეს უნიკალური სახეობებიც გადაშენდა.
საინტერესო ქალატონმა ლეჩხუმიდან ეს ყველაფერი თავის მოსწავლეებთან ერთად შეძლო, ისინი სიამოვნებით ეხმარებიან, თავად თესავენ საცდელ მიწის ნაკვეთზე ლეჩხუმის ისტორიის ამ ნაწილს და შედეგითაც ხარობენ.
ქალბატონმა მანონიმ გვთხოვა, შემოდგომაზე ვესტუმროთ და ერთად ავიღოთ წლევანდელი მოსავალი.

მარინე სვანიძე

კომენტარები

სხვა სიახლეები