ვინ არის კაცი, რომელიც თბილისში მთელ დღეს პურს უფასოდ არიგებდა

თბილისში, ე.წ. კონიაკის დასახლებაში ერთ-ერთი საცხობის მეპატრონემ გადაწყვიტა, რომ, შექმნილი ვითარების გამო, პური უფასოდ გაეცა. ამის შესახებ “რეზონანსი” წერს.

დღის გმირი ნამდვილი რაჭველი კაცი, გელა სხირტლაძე აღმოჩნდა. იგი მთელი დღის განმავლობაში პურს  უფასოდ არიგებდა. ამ პროცესის დროს ბატონი გელა მორიდებით იდგა ცოტათი მოშორებით და ცდილობდა, კამერებს არ დაეფიქსირებინათ.

ასეთი საქციელისთვის გელა სხირტლაძე უამრავი მადლობა მიიღო როგორც პირადად, ასევე, სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები