ვინ არის თქვენი მონათესავე სული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არავისთვის საიდუმლო არ გახლავთ ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნად ყველა ვიღაცას დაეძებს. ადამიანებს სჭირდებათ მრჩეველი, დარდის გამზიარებელი ან უბრალოდ საიმედო მეგობარი. რომლის ერთგულებაშიც ეჭვი არასოდეს შეეპარებათ. თუმცა სამწუხაროდ, ძიება ხშირად სრულდება იმედის გაცრუებით. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობენ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის წყვილები (როგორც პარტნიორული ისე მეგობრული თვალსაზრისით) რომელთაც ერთმანეთთან გარკვეული სულიერი ერთობლიობა აკავშირებთ. ისინი ე.წ „მონათესავე“ სულები არიან რის ხარჯზეც ერთმანეთის კომპანიაში თავს კომფორტულად და ჰარმონიულად გრძნობენ.

ასე მაგალითად ვერძისთვის შესაძლოა სულიერი ძაფები მალე გაიბას მშვილდოსანთან ან ლომთან.

კუროს ემოციურ კომფორტს მისცემს ქალწულთან და კირჩხიბთან ურთიერთობა.

ტყუპს არასოდეს მოსწყინდება ვერძთან და მერწყულთან.

კირჩხიბი დაცულად იგრძნობს თავს თხის რქისა და კუროს კომპანიაში.

ლომის „ეგო“ შესანიშნავად დაშოშმინდება თუ გვერდით ეყოლება ტყუპი ან სასწორი.

ქალწულისთვის კომფორტის შექმნა შეუძლია კირჩხიბს და მორიელს.

სასწორი ჰარმონიაში იგრძნობს თავს მშვილდოსანთან და მერწყულთან.

მორიელი შესანიშნავ ემოციურ „ბარტერს“ გააკეთებს კირჩხიბთან და ვერძთან.

მშვილდოსანი არასოდეს მოიწყენს ტყუპთან და სასწორთან.

ხოლო თხის რქა მშვიდად იქნება მორიელის და კირჩხიბის კომპანიაში.

მერწყულს გაახარებს ვერძთან და ტყუპთან ხშირი კომუნიკაცია.

ხოლო თევზები მყუდროებას იპოვნის მორიელთან და ლომთან.

კომენტარები

სხვა სიახლეები