ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში ორმა მამაკაცმა ერთმანეთი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
შემთხვევა 2 საათის წინ, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორივე მამაკაცი შს სამინისტროს თანამშრომელი იყო. ერთ-ერთი მათგანი დეპუტატ კარლო კოპალიანის ძმის შვილის მეუღლე – რომეო მანდარიაა.
სროლის შედეგად, შემთხვევითი გამვლელი, ადგილობრივი მამაკაცი დაიჭრა.
იგი ამ დროისთვის, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
Prev Post
სხვა სიახლეები