ვინ არის გორელი ემიგრანტი ქალი, რომელიც გერმანიაში დაიღუპა

​სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ანო ემხვარმა პოსტი გაავრცელა, სადაც წერს, რომ გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ინგა ბერიანიძე დაიღუპა. ბერიანიძე წარმოშობით ქალაქ გორიდან იყო.

“ვიცი, რაც უნდა დავწერო, ვეღარაფერს შევცვლი, მაგრამ მე მაინც მინდა, გიამბოთ ამ ქალბატონის შესახებ. ინგა ბერიანიძე- ქალბატონი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავიცანი. ჩემი ერთ-ერთი ბენეფიციარისთვის თანხის გადმორიცხვა უნდოდა გერმანიიდან, თან ბოდიშებს მიხდიდა, მცირედია და მაპატიეო. მას შემდეგ იშვიათად ყოფილა ბენეფიციარი, რომ მას თავისი “მცირედი” სიკეთე არ გაეკეთებინოს. ინგა – ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყანაში 1 წლის განმავლობაში უმძიმეს დაავადებას ებრძოდა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ადამიანი, რომელიც, თავის მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში უსახსროდ დარჩენილ ბავშვებს ეხმარებოდა. ადამიანი, რომელიც გერმანიაში ქართველ ემიგრანტებს ედგა გვერდით, ამხნევებდა, საკუთარ სახლში იფარებდა და აპურებდა. ადამიანი, რომელიც იბრძოდა თავისი და სხვისი სიცოცხლისთვის. ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, მაგრამ მისმა სიკეთემ გადაარჩინა ელენე, თორნიკე, გიორგი, ნარი. მინდა, ყველა იცნობდეთ ამ მადლიან, გორელ ქალბატონს, რომლის სიკეთეც და ზრუნვაც მე არასდროს დამავიწყდება. ვიზიარებ მისი ოჯახის უდიდეს ტკივილს!”, – წერს ანო ემხვარი სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები