ვინ არის გოგონა, რომლის გამოც  დომინიკ პარსელი საქართველოში ჩამოვიდა  და რა შთაბეჭდილება დარჩა მას თბილისზე (ფოტო)

ყველაზე აქტუალური სერიალის – “გაქცევა” მსახიობი დომინიკ პარსელი (ლინკოლნ ბეროუზი) გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანდა, რომ მსახიობი ერთ-ერთმა ტანსაცმლის ბრენდმა რეკლამისთვის მიიწვია, თუმცა, როგორც ამავე ბრენდის მოდელმა  23 წლის  – ლიკუნა ხაჭაპურიძე ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში აცხადებს, მსახიობი მასთან იყო სტუმრად, ის მან ინსტაგრამით 5 წლის წინ გაიცნო და მას შემდეგ მეგობრობენ, დომინიკმა კი საქართველოში ჩამოსვლა თავად გადაწყვიტა.
როგორც ირკვევა, 49 წლის მსახიობს ქართველი მოდელი ძალიან მოსწონს და მას ცოლობაც სთხოვა, თუმცა გოგონამ უარი უთხრა და მეგობრებად დარჩენა შესთავაზა.
– „უბრალოდ, მეგობრები ვართ, მაგრამ ეს ხმები იმიტომ გავრცელდა, რომ თვითონ ამბობდა გადამღებ ჯგუფთან, მინდა, ლიკუნა იყოს ჩემი ცოლიო. ძალიან ბევრ ადამიანს უთხრა – ხალხს რომ ვაცნობდი, გაიცანით, ჩემი მეგობარია-მეთქი, ეუბნებოდა, რომ მისი ცოლი უნდა ვყოფილიყავი. მერე შევუსწორე, რომ მსგავსი არაფერია და ჩვენ უბრალოდ, მეგობრები უნდა ვიყოთ-მეთქი. დამპატიჟა, მასთან დუბლინში, რომ მისი მშობლები გამეცნო, მაგრამ ამ ეტაპზე, თავი შევიკავე”.

– რატომ შეიკავე თავი?

– არ ვიცი. მეც მთხოვა მშობლები გამაცანიო, მაგრამ უარი ვუთხარი და არ გავაცანი. წასვლაზე დავფიქრდი, მას სურვილი ჰქონდა, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით და მერე მეგობრებად დავრჩენილიყავით. ჩემი იქ წასვლა ხელს შეუშლიდა.

– სხვებს რომ ეუბნება, ჩემი ცოლი უნდა იყოსო, პირადად შენთვის არაფერი უთქვამს?

– ჩემთვისაც უთქვამს მსგავსი რაღაცები, წამოდი ჩემთან, ერთად ვიყოთო, მაგრამ ავუხსენი, რომ ჩვენ მეგობრები ვართ. მე ეს ამბავი უფრო მეგობრობისკენ წავიყვანე. ბევრი გოგო არ იტყოდა უარს.

– რატომ მიგყავს თქვენი ურთიერთობა მეგობრობისკენ?

– ალბათ, უფრო ასაკობრივი ზღვარის გამო. აქ რომ იყო, 49 წლის გახდა, მე – 23-ის. ჰოროსკოპით ორივე მერწყულები ვართ და ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ ალბათ, ეგეც ასაკის ბრალია, ცოტა სიგიჟე აკლდა. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ რაღაც თემებში ზედმეტად სერიოზული იყო. ახლოს რომ გავიცანი, დავინახე, რომ ცოტა უცნაური ხასიათი აქვს. ალბათ, ამანაც განსაზღვრა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის ადამიანი ჰოლივუდის ვარსკვლავია თუ მწვერვალზე დგას…

კომენტარები

სხვა სიახლეები