ვინ არის გოგონა, რომელიც „მის მსოფლიო 2016“-ზე საქართველოს წარადგენს (ვიდეო)

21 წლის მოდელი ვიქტორია კოჩეროვა, რომელიც „მის მსოფლიო 2016“-ზე საქართველოს წარადგენს, ილიას უნივერსიტეტში სწავლობს და სპორტითაა დაკავებული. ვიქტორიას სიმაღლეა 174 სანტიმეტრი. ის ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე საუბრობს.

ვიქტორიამ 2016 წელს კონკურსში „მის საქართველო“ მიიღო მონაწილეობა და ვიცე-მისის ტიტული მოიპოვა. „მის მსოფლიოს“ ფინალი ვაშინგტონში, 18 დეკემბერს გაიმართება.

Youtube-ზე ვიქტორიას პრომო ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც კონკურსანტი მშობლიურ ქალაქზე და საკუთარ ცხოვრებაზე საუბრობს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=eUVyIOyOgNw[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები