რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ მელიქიშვილის გამზირზე გადაღებული ფოტო გავრცელდა. ფოტოზე ასახული იყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ერთ მხარზე „გლოვოს“ ჩანთა ჰქონდა მოკიდებული, ხოლო მეორე ხელში ბავშვი ჰყავდა აყვანილი.
ფოტოს ავტორმა, ალექს სირაძემ მხოლოდ იმის გარკვევა მოახერხა, რომ ქალი შვილთან ერთად მუშაობდა.
ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სოციალური ქსელის მომხმარებლები ქალის ვინაობის გარკვევას ცდილობდნენ.
ორგანიზაციის „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი“ ხელმძღვანელი, ანა გვაზავა დარიაზე ხშირად წერდა. მათ შორის, 2014 წელს გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც ახალგაზრდა ქალის ცხოვრების მძიმე ისტორიას ასახავს.
პოსტიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალი ბავშვთა სახლში გაიზარდა, შექმნა ოჯახი და ცხოვრობს პატარა ოთახში, სადაც საცხოვრებელი პირობები არადამაკმაყოფილებელია.
ამავე პოსტიდან ვიგებთ, რომ დარიას მეუღლე მუდმივად სამსახურის ძიებაში იყო და პრაქტიკანტად მუშაობდა „ვისოლსა“ და„მაკდონალდსში“.
„ხვდები, რომ ბრძოლა ნამდვილად ღირს! საკვები, ტანსაცმელი, თანხა, მოკლედ ყველაფერი, რისი სურვილიც გაქვთ, რომ მათთვის გაიღოთ შემეხმიანეთ. სასურველია, ორსულისათვის ტანისამოსი“. – წერდა 2014 წელს „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილის“ ადმინისტრაცია.
დარიას დახმარების შემთხვევაში ↓
საქართველოს ბანკი
GE43BG0000000525927634