ვინ არის გიორგი გილიგაშვილი, რომლის “ჩემმა მზემაც” სოციალური ქსელი მოიცვა (ფოტოკოლაჟი)

29 წლის გიორგი გილიგაშვილი ჩოხოსანია. ფართო საზოგადეობამ ტელეპროექტ “ტიფლისიდან” გაიცნო, მან მონაწილეობა მიიღო ასევე სერიალ “ქერჩშიც”. სერიალში სწორედ მისი განსხვავებულობის გამო მოხვდა:
მის მიერ “პრაიმ შოუში”გაკეთებულმა განცხადებებმა საზოგადოებაში დიდი განხილვა გამოიწვია. ახალგაზრდამ საკუთარი აზრი გადაცემაში გურამ კაშიას ირკვლივ ატეხილ სკანდალზე დააფიქსირა. მისი წარმოთქმული ფრაზა “ჩემმა მზემ” კი ხალხმა სოციალურ ქსელში აიტაცა:
“ვერავინ ვერაფერს წამართმევს და წაგვართმევს, ამ შემთხვევაში არ ვამბობ ჩემს გამო, რომ მე ეგეთი მაგარი ვარ, დიდება უფალს ძმაო, სადაც ქრისტეა, იქ გამარჯვებაა.” – განაცხადა გილიგაშვილმა.
მსახიობობასთან ერთად გიორგი ასევე მღერის. გილიგაშვილი სოციალური ქსელის მომხმარებელი არ არის. ამბობს, რომ ამისთვის დრო არ აქვს, მაგრამ ინფორმაციას დების წყალობით იღებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები