ვინ არის 53 წლის მსახიობის რჩეული? ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ, ბრედ პიტს სიენა მილერთან და სანდრა ბალოკთან ურთიერთობას მიაწერდნენ. ახლა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიტი 21-წლის მსახიობს, ელა პერნელს ხვდება.
დასავლური ტაბლოიდები იტყობინებიან, რომ პიტი და პერნელი სტეფანი დანლერის წიგნის “ტკბილი სევდა” ეკრანიზაციაზე მუშაობენ. ბრედი ფილმის პროდიუსერი იქნება, ელა კი ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. ახლა 53-წლის მსახიობი და 21-წლის მსახიობი ბევრ დროს ატარებენ ერთად.
საინტერესოა ისიც, რომ მსახიობები დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს. ინსაიდერების ინფორმაციით, ჯოლიმ უკვე იცის ყოფილი ქმრის ახალი რომანის შესახებ და სკეპტიკურადაა განწყობილი. ელა პერნელი მათ აყვანილ შვილზე, მედოქსზე სულ რაღაც 5 წლითაა უფროსი.
წყარო:https://www.beaumonde.ge