რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დემო ლომიძის მიერ გავრცელებულ ფოტოს, სადაც მიუსაფარი ძაღლის მიმართ ბავშვის მზრუნველობაა აღბეჭდილი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მოზარდი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს თავისი ქურთუკი დააფარა და გაათბო, 11 წლის ლევან გიორგაძეა.
ბიჭის დიდსულოვნებამ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების ყურადღება მიიქცია.
როგორც ირკვევა, სააგენტომ ლევანთან ერთად ერთ-ერთ ქუჩაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის სახლი დადგა და ამის ამსახველი ფოტოები “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
“ლევანი, გუშინ გავრცელებული ფოტოს გმირია, სადაც ჩანს, თუ როგორ აფარებს მოზარდი თავის ქურთუკს ეზოში მწოლიარე მიუსაფარ ძაღლს. ის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსაც ესტუმრა და სააგენტოს მიერ ჩატარებულ სამაშველო ოპერაციებსაც გაეცნო.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სუნდუკიანის ქუჩაზე, 11 წლის ლევან გიორგაძესთან ერთად, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლი დადგა”, – წერია სააგენტოს განცხადებაში.
სხვა სიახლეები