ვინ არის ბიჭი, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასება მიიღო და ემზადებოდა თუ არა ის რეპეტიტორებთან

55 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა  დევი ონიანმა ზოგად უნარებში და ინგლისურში  80 და 90 ქულა მიიღო.
mshoblebi.ge  აბიტურიენტის დედას ლალი ბუხრაშვილს დაუკავშირდა იმის გასარკვევად დადიოდა თუ არა აბიტურიენტი რეპეტიტორებთან.
როგორც დევის დედამ,  გვიპასუხა მისი შვილს არ უვლია კერძო მასწავლებლებთან. უბრალოდ, პირველი კლასიდან ერთ-ერთ წარმატებულ კერძო სკოლა-ლიცეუმში დადიოდა და მის განათლებას საფუძველი სწორედ იქ ჩაეყარა. მეოთხე კლასიდან კი გადავიდა თბილისის 55-ე
საჯარო სკოლაში.
– თავიდანვე ბეჯითი მოსწავლე იყო? არ სჭირდებოდა მითითება სწავლაზე?
– პირველივე კლასიდან ბეჯითი მოსწავლე იყო, თავისით მეცადინეობდა, არ სჭირდებოდა მითითებები და “იმეცადინეს” შეხსენება.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები