გუშინ, თბილისში, ფილარმონიასთან მდებარე ბარ “დეჟა ვუში” მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გიგა გრიგალაშვილია, ჟურნალისტი ნინო ომანაძის ძმისშვილი.
„უკარგესი, უწესიერესი, ფეხზე მყარად დამდგარი შვილი, კარგი ვაჟკაცი, ულამაზესი, გიგა გრიგალაშვილი, რა ვთქვა არ ვიცი, როგორ მივუსამძიმრო დედამისს არც ის ვიცი, უბრალოდ გამძლეობას ვუსურვებ.
ვუსამძიმრებ ჟურნალისტ ნინო ომანაძეს, ძმისშვილის გარდაცვალებას.
ეს არის გაუგონარი ტრაგედია. ვერ ვმეტყველებ, ისე ვარ დამუნჯებული მუცელი მეწვის სიმწრით“,- წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ნოზაძე.