პატარა გოლიათი ბათუმიდან – დაჩი ნიკოლაიშვილი ბათუმის სამედიცინო ცენტრში დაიბადა და მისი წონა 5 კილოგრამი გახლავთ, ახალშობილზე სამედიცინო დაწესებულება ინფორმაციას ავრცელებს:
“ახალშობილის საშუალო წონა 3-დან 4 კილოგრამამდე მერყეობს, თუმცა ხან მეტისმეტად პატარები, ხან კი მეტისმეტად დიდები იბადებიან.
ახალშობილებს, რომელთა წონაც დაბადებისას 3 კილოგრამზე ნაკლებია, მცირეწონიანებს უწოდებენ (ოღონდ – იმ შემთხვევაში, როცა ისინი დროულად იბადებიან და არა დროზე ადრე).
როდესაც ბავშვის წონა 4 კილოგრამზე მეტია, ხოლო სიგრძე 54-56 სანტიმეტრზე ნაკლები არ არის, ამბობენ, რომ დაიბადა დიდი ბავშვი.
დღესდღეობით გოლიათის დაბადება (5 კილოგრამი და მეტი) იშვიათობა არ არის.
სიცოცხლის პირველ დღეებში ახალშობილი წონას იკლებს. ეს წონის ფიზიოლოგიური დაქვეითებაა.
დიდ ბავშვებს წონის დაქვეითება უფრო მკვეთრად აქვთ გამოხატული, ვიდრე ნორმალური წონის ახალშობილებს. ერთი წლის ასაკისთვის ყველა ბავშვის წონისა და სიგრძის მაჩვენებელი საშუალოს უნდა მიუახლოვდეს”, – წერია ბათუმის სამედიცინო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები