ვინ არის ახალგაზრდა, რომლის საქციელმაც საზოგადოება აღაფრთოვანა – “ასე მგონია, ჩემ ადგილას ქოთანს სხვაც გაასწორებდა“

“კვირა +“- სთვის ცნობილი გახდა იმ ახალგაზრდის ვინაობა, რომელმაც წერეთლის გამზირზე კომპანია“ჯეოკაპიტალის “ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ წაქცეული ქოთანი ადგილზე დააბრუნა და მცენარე შიშველი ხელებით უკანვე ჩარგო.
ახალგაზრდა, რომლის საქციელმაც საზოგადოება აღაფრთოვანა, 21 წლის ალექსანდრე ბუზალაძეა. ალექსანდრე “კვირა+“-სთან საუბარში ამბობს, რომ თავის საქციელში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ხედავს.
„რესტორან „თავადურში“ ვმუშაობ, იმ ტერიტორიაზე, რომელიც ვიდეოზეა აღბეჭდილი ხშირად მიწევს გავლა, იმ დღესაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გამოვიარე. ქოთანი იმ მდგომარეობაში რომ დავინახე, მივედი და გავასწორე, მიწა უკანვე ჩავაბრუნე და ყვავილი მოვაწესრიგე. ეს ქოთნები და ყვავილები ალამაზებენ ქალაქს, ასევე – ვიღაცებმა ხომ იზრუნეს მისი იქ დადგმისთვის… ჩემ საქციელში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ალბათ ჩემს ადგილას სხვაც ასევე მოიქცეოდა“, – ამბობს “კვირა+“-სთან ალექსანდრე ბუზალაძე.
ალექსანდრე სამომავლოდ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავს.
“სამწუხაროდ, ჯერ არ ვსწავლობ. გორიდან ვარ, სამი წელია, რაც თბილისში ჩამოვედი, პირდაპირ მუშაობა დავიწყე და სწავლასთან ვერ შევათავსე, არც მიცდია ჩაბარება. თავდაპირველად ჩემთვის ფინანსური მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანი იყო. მომავალში, რა თქმა უნდა, სწავლას ვაპირებ“, – განაცხადა ბუზალაძემ.
ალექსანდრეს სანიმუშო საქციელის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში მიკროსაფინანსო კომპანია „ჯეოკაპიტალმა“ გაავრცელა და საზოგადოებას მოუწოდა დახმარებოდა ახალგაზრდის პოვნაში, რათა გამოჩენილი გულისხმიერების გამო კომპანიას მისთვის მადლობა გადაეხადა.
„კვირა+“, -თან საუბარში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯეოკაპიტალის“ მენეჯერი, შორენა ქუთათელაძე ამბობს, რომ ახალგაზრდას აუცილებლად დაასაჩუქრებენ, თუმცა რა იქნება საჩუქარი ამას კომპანიაში არ ამხელენ და ამბობენ, რომ ეს სიურპრიზია.
„მოხარულები ვართ, რომ უკვე გავიგეთ იმ ახალგაზრდას ვინაობა, რომელმაც სანიმუშო საქციელი ჩაიდინა, ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რითი დავასაჩუქროთ. საჩუქარს რომ გადავცემთ, ეს დანამდვილებით ვიცით, თუმცა რას, ამას სიურპრიზად დავტოვებთ“, – აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა აკაკი წერეთლის გამზირზე, 14 ნოემბერს, ღამის პირველ საათზე, მიკროსაფინანსო კომპანია „ჯეოკაპიტალის“ ფილიალის ტერიტორიაზე მოხდა.
ვიდეოში ჩანს, რომ ოფისის წინ მდგარ ყვავილის ქოთანს ავტომობილი დაეჯახა და გადააყირავა. ერთი საათის შემდეგ ქუჩის ამ მონაკვეთში გამვლელმა უცნობმა ახალგაზრდამ შენიშნა წაქცეული ქოთანი, გაასწორა, მცენარე უკან დააბრუნა და ქოთანში მიწა შიშველი ხელებით ჩაყარა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=yUqUlm0s-5M[/youtube]

15135862_1145424905494647_1668858397589377737_n

15078855_1145424878827983_4150264084452376429_n 15078798_1145424888827982_2551059789598364307_n 15036538_1145424882161316_1725768189615757143_n 15094506_1145424885494649_7008941503572673910_n

კომენტარები

სხვა სიახლეები