ვინ არის ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ქმარმა ხაშურში მოკლა

ხაშურში ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი 30 წლის ნათია გოგალაძეა. მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს მრავალჯერადი დაზიანებები თოფის კონდახით თავის არეში, მაშინ მიაყენა როცა ის საკუთარი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში იმყოფებოდა. ცოლ-ქმარი ერთად არ ცხოვრობდა ისინი ოფიციალურად განქორწინებას დღეს აპირებდა.

გოგალაძე შემთხვევის შემდეგ ხაშურის მერაბ მათიაშვილის სახელობის კლინიკაში იყო გადაყვანილი, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

“6 წელია ცალცალკე ცხოვრობენ, დღეს უნდა ჰქონოდათ სასამართლო პროცესი და ასეთი საშინელება ჩაიდინა. ჯერ მაღაზია გადაცხრილა და მერე კონდახით სცემა”,- ამბობს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.

შს სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19. 108-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები