ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი რუსეთიდან, რომელიც სტიქიის მეორე დღეს მოხალისეებს ბურგერებს უფასოდ უმზადებდა

ამ ახალგაზრდის ფოტო, ორი დღეა სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს. ბიჭი სტიქიის მეორე დღეს საკუთარი ნებით გმირთა მოედანზე მოხალისეებს ბურგერებს უფასოდ უმზადებდა.
როდესაც გაიგეს, რომ ახალგაზრდა ბიჭი რუსეთიდან იყო, მაყურებლის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, ერთნი წერდნენ, რომ რუსეთიდან ჩამოსული ადამიანისგან არაფერი სჭირდებოდათ, მაგრამ გმირი ბიჭის თავდადებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღფრთოვანებული დატოვა.

“უღრმესი მადლობა ამ ადამიანს! დასაფასებელია ის რასაც ეს კაცი აკეთებს და პოლიტიკა და ადამიანები ერთმანეთში არ უნდა აურიოთ! ის რაც პოლიტიკის გამო ხდება – არ ნიშნავს რომ ადამიანების ბრალია, რომ ადამიანებიც ისეთები არიან, როგორიც სიტუაციაა პოლიტიკის გამო! აი ეს კაცი, ბევრ ქართველს მირჩევნია! ხო ბევრ ქართველს მირჩევნია მეთქი! ფეხებზე რომ ჰკიდიათ და აქვთ დამოკიდებულება ,,სტიქია მე არ შემეხო და რა მენაღვლებაო” და არ შემედაოთ, ბევრია ასეთი! რაც შეეხება კიდევ იმის გამოკვეთას, ქართველი არააო – გუშინ სვანაძის ქუჩაზე ვიყავი, არა თუ ერთი ადამიანი იდგა და არიგებდა საჭმელს, სასმელს, სასუსნავს…

როგორც გავარკვიეთ ეს ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად ცოტა ხნის წინ რუსეთიდან ჩამოვიდა. დედა რუსი ჰყავს, მამა ქართველი, მეუღლე რუსი. პატარა მანქანაში მოწყობილი აქვს სამზარეულო და თბილისის ცენტრალურ ადგილებში ბურგერებს ამზადებს და ყიდის.

f1937f4cd6aece9a1d65730b34796ea0

წყარო: http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები