ვინ არის აბიტურიენტი, რომელიც „მის მკერდი 2016“ გახდა

საქართველოში კონკურსი „მის მკერდი 2016“ გაიმართა, მისი გამარჯვებული ნინო გოგავა გახდა. როგორც გოგავა „კვირა +“-თან საუბარში ამბობს, მის „მკერდი 2016“-ის გამარჯვებაში ხელი ბებიამ შეუწყო. 18 წლის ნინო აბიტურიენტია და „ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივესიტეტში“ აპირებს ჩაბარებას.
„კონკურსის შესახებ ბებიამ მითხრა, ერთ-ერთ გადაცემაში ნახა და მირჩია ბედი მეცადა, მეც ორგანიზატორებს დავუკავშირდი და ასე ჩავერთვე კონკურსში. ქასთინგის მოთხოვნა იყო, რომ მკერდი 3 ზომაზე მეტი ყოფილიყო, მე 5 ზომა მაქვს, ამიტომ თავისუფლად შემეძლო მონაწილეობა. საბოლოოდ, როდესაც შევიკრიბეთ ბევრი კონკურენტი მყავდა, პირველ ადგილს არ ველოდი, მაგრამ ამბიციები თავიდანვე მქონდა, რომელიღაც ნომინაციას ვფიქრობდი რომ მოვიგებდი. სხვა კონკურსანტები იყვნენ ძალიან ლამაზები, ჰქონდათ კარგი მკერდი და რამოდენიმეს მივიჩნევდი ჩემს დიდ კონკურენტად“, – აღნიშნა ნინო გოგავამ.
„მის მკერდი 2016“-მა ასევე კონკურსის შეცდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მხოლოდ უნებლიე შეცდომა იყო.
„მის დეკოლტეზე“ შემიძლია გითხრათ, რომ ეს უნებლიე შეცდომა იყო, შეიძლებოდა ეს ტიტული ნებისმიერს მიეღო. ასე არ არის, როგორც ინტერნეტში ხალხს ჰგონია, რომ ეს გამიზნული იყო“, -აღნიშნა გოგავამ.
ნინომ ასევე პრიზებზე და მის მომვალზეც ისაუბრა.
„პრიზებს რაც შეეხება, ავიღე ერთკაციანი საგზური ანტალიის 5 ვარსკლვავიან სასტუმროში, ასევე ბათუმში 2 კაციანი საგზური, პროფესიონალური ფოტოსესია და სხვა ბევრი საჩუქარი. ახლა ვსწავლობ, აბიტურიენტი ვარ, დავამთავრე 30-ე საჯარო სკოლა და ვაბარებ ჯავახიშვილში, უცხო ენების ფაკულტეტზე“, – განაცხადა „კვირა+“-სთან ნინო გოგავამ.

13495655_1120820991289867_3165974607846066485_o

კომენტარები

სხვა სიახლეები