ვინ არიან ჰიჯრები – ე.წ. მესამე სქესი ინდოეთში (ფოტოკოლაჟი)

ჰიჯრა – ეს ერთგვარი მესამე სქესია ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშში. ჰიჯრები დაბადებით მამაკაცების რელიგიურ-სოციალური ერთობაა, რომლებიც ქალებივით იცვამენ და ქალღმერთ მატას, დედა ქალღმერთის ათასთაგან ერთ-ერთ იპოსტასს ეთაყვანებიან. მათი რწმენის მიხედვით, ადამიანი ნამდვილი ჰიჯრა მაშინ გახდება, როცა კასტრაციის რიტუალს გაივლის. ჩვეულებრივ ამას აკეთებს მათივე წრის ერთ-ე12511624_1110141175697392_608403678_nრთი ყველაზე გამოცდილი წარმომადგენელი კერძო სახლებში, ან სულაც ტყეში (ოპერაცია ინდოეთში ოფიციალურად უკანონოდ ითვლება, და ამიტომ მას მხოლოდ კერძო პირები ატარებენ და, ძირითადად, ანესთეზიის გარეშე).
ჰიჯრები ინდოეთში ტრადიციულად მსახიობებად გამოდიოდნენ ქორწილებსა და ისეთ სახლებში, რომლებშიც ვაჟი იბადებოდა. ვაჟის დაბადება ინდოეთშიც მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება ოჯახში. ჰიჯრები ხშირად ყოველგვარი მიწვევის გარეშეც მიდიან სახლში, ლოცავენ ახალშობილ ბიჭუნას, ხოლო ოჯახს მუსიკით, ცეკვებით და სიმღერებით ართობენ. თავიანთი გამოსვლის საზღაურად ჰიჯრებს ფულს და ოჯახისგან საჩუქრებს აძლევენ.
ჰიჯრები ტრადიციულად ინდუისტები არიან სარწმუნოებით, მაგრამ არა – ყველა. მცირე ოდენობით არიან მუსულმანებიც. ისინი, ძირითადად, ერთად ცხოვრობენ „სახლებში“, სადაც მკაცრადაა განაწილებული როლები და მოვალეობები, ისევე როგორც ჩვეულებრივ ოჯახებში.
ჰიჯრების დიდი ნაწ12540108_1110141222364054_1195782758_nილი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თავს პროსტიტუციით ირჩენს. სრულუფლებიანი ჰიჯრა ეს ისეთი ჰიჯრაა, რომელსაც გენიტალიები აქვს მოკვეთილი. ინდურ საზოგადოებაში მათდამი პარადოქსალურად აღრეული დამოკიდებულებაა, რაც ერთდროულად მათდამი პატივისცემასა და ზიზღში გამოიხატება.
გავრცელებულია აზრი, რომ „წესიერი“ ინდოელი ოჯახის კაცი, რომელიც დღისით ჰიჯრების კასტის წარმომადგენლებს უშვერი სიტყვებით ლანძღავს, ღამით სიამოვნებით დათანხმდება მათგან მოფერებას.
ამ მრავალრიცხოვან კასტაში შედიან ჰერმაფროდიტები, ბისექსუალები, კასტრატები, ტრანსვესტიტები და ჰომოსექსუალები… ჰიჯრების 20%-ს, ძირითადად, ტრანსვესტიტებს, ოჯახებიც ჰყავთ და შვილებიც.
შეიძლება ითქვას, რომ ჰიჯრა ეს არის სოციალური ან რელიგიურ-საკულტო, ფიზიოლოგიური ერთობა ან თავისებური კასტა, რომელსაც გარკვეული, ძირითადად, ძალიან დაბალი საზოგადოებრივი სტატუსი გააჩნია, მაგრამ, ამავე დროს, ჰიჯრები სპეციფიკური დიდი პატივისცემითაც სარგებლობენ. მათი საერთო ოდენობა მარტო ინდოეთში, სხვადასხვა მონაცემით, 500 ათასიდან 5 მილიონამდეა, მაგრამ რადგან ოფიციალურად „მესამე“ სქესი არ არსებობს, მათი რაოდენობის აღრიცხვაც ძალიან რთულია.
12511704_1110141199030723_1826481933_n 12527954_1110141179030725_1684907803_n 12528024_1110141205697389_501891371_n 12516251_1110141212364055_1631986220_n

ავტორი სოსო ხაჩიძე

კომენტარები

სხვა სიახლეები