მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს, კვირას 21 იანვარს კი, სამების საკათედრო ტაძარში, ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კიდევ 708 ბავშვს მონათლავს. დღეისთვის ილია მეორეს 33 894 ნათლული ჰყავს.
ილია მეორეს ნათლულებს შორის არიან პოლიტიკოსების და სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლების შვილებიც.
„კვირა +“ – რამდენიმე მათგანის შესახებ გიამბობთ:
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ მონათლა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ვაჟი, თემო მარგველაშვილი. მისი ნათლობის სახელია ნიკოლოზი.
ილია მეორეს ნათლულები არიან: საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის შვილები გაბრიელი და ნინო.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მონათლა დედაქალაქის ყოფილი მერის დავით ნარმანიას და თიკა თინიკაშვილის მესამე შვილი –ელენე ნარმანიაც.
პატრიარქის ნათლულია „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძის და ქეთევან სიჭინავას მესამე შვილი ანასტასია ვაშაძეც.
ილია მეორემ მონათლა ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილსა და ვახო ნიკოლაიშვილს ვაჟები ირაკლი და დუდა ნიკოლაიშვილებიც.
ასევე, პატრიარქის ნათლულია მოდელ სალომე ღვინიაშვილისა და ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილის გოგონა ნიტა ხიზანიშვილიც.