ვინ არიან ყველაზე მდიდარი ქართველი “ბიზნესვუმენები?”

“ბიზნესი მაღალ ქუსლებზე” – ზოგჯერ ასეც უწოდებენ საქმოსან ქალბატონებს. ჩვენ ვცადეთ, ყველაზე მდიდარი ქართველი “ბიზნესვუმენების” რეიტინგი შეგვედგინა. რა თქმა უნდა, ძნელია, ზუსტად დაადგინო, რა ქონება აქვთ უმდიდრეს ქართველ ქალებს, თუმცა, მათი ბიზნესწილებისა და საქმიანობის შეფასებით შთამბე­ჭდავ სურათს ვიღებთ.

ქეთი მელუა

ქართველ მომღერალ ქეთი მელუას რამდენიმე წელია, მსოფლიოში ცნობილ მდიდარ ბრიტანელ­ებს შორის მოიხსენიებენ. სხვადასხვა შეფასებით, შოუბიზნესის ვარსკვლავის ქონება 12 მილიონი ფუნტია, რაც, ძირითადად, მილიონობით გაყიდული ალბომისა და შემოსავ­ლიანი გასტროლების შედეგია. 2006 წლის 2 ოქტომბერს ქეთი მელუა გინესის­ რეკორდების წიგნში შეიყვანეს ზღვის დონ­იდან ყველაზე ღრმა წერტილში კონცერტ­ის ჩატარებისთვის. მელუამ და მისმა ბენდმა­ ჩრდილოეთის ზღვაში, 303 მეტრ სიღრმეზე, გაზის ჭაბურღილის შახტაში არაჩვეულებრივი კონცერტი გამართეს.

ქეთა თოფურია

რა სიმდიდრის პატრონია, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ქეთა რუსული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მომღერალია. თოფურია აცხადებს, რომ საოცნებო სახლი მოსკოვის ცენტრში­ და ძვირად ღირებული საოცნებო­ მანქანა საკუთარი შრომით შეიძინა. ქეთამ მომავალი მეუღლე, ებრაელი ბიზნესმ­ენი ლევ გეიხმანი­ თვითმფრინავში გაიცნო. გავ­რცელებული ინფორმაციით, გეიხმანს ნავ­თობის ბიზნესი აქვს და სურს, ბიზნესსაქმიანობაში ქეთაც ჩართოს.


ელა იაკობაშვილი

ცნობილი ბიზნესმენისა და ინვესტორის, დავით იაკობაშვილის მეუღლეს – ელა იაკობაშვილს რამდენიმე ასეული მილიონი დო­ლარის ღირებულების ქონება აქვს. ელა პარიზში ცხო­ვ­რობს. ევროპაში მულტიმილიონერ­ დავით­ იაკობაშვილს უძრავი ქონების ბიზნესი აქვს, რომლის მნიშვნელოვან წილს მეუღლე­ განკარგავს. მათ ერთმანეთი გასული საუკუნის 90-იან წლებში გაიცნეს, როცა დავით იაკობაშვილი პარტნიორებთან ერთ­ად სილამაზის სალონ “ჟენშენს” ხსნიდა. მაშინ ელამ მასთან მდივნად დაიწყო მუშაობა…

ნინო ვასაძე

ის უკრაინის საავტომობილო ბიზნესის ლიდერის – “უკრავტოს” მფლობელ ტარიელ ვასაძის ქალიშვილია. ტარიელი მსხვ­ილი ავტომწარმოებელი, დისტრიბუტორი­ და სერვისული მომსახურების მიმწოდებელია უკრაინაში. ამასთან, დსთ-ის ქვეყნებში ავტომობილების მთავარი ექსპორტიორია. ვასაძის აქტიური საქმიანობის წყალობით, კომპანია 20-ზე მეტი საავტომობილო ბრენდის გენერალური იმპორტიორი და ოფიც­იალური დილერია. ტარიელ ვასაძის ქალ­იშვილს ახალგაზრდა ბიზნესლედის უწოდებენ. ის კომპანია “ავტოკაპიტალის” (უკრაინაში “მერსედეს-ბენცის” წარმომადგენლობა) ფინანსური დირექტორია და “უკრავტოს” სამეთვალყურეო საბჭოსაც უდგას სათავეში. ბიზნესის მართვის ნიჭის გარდა, ნინო გარეგნობითაც გამოირჩევა, უყვარს გემოვნებით ჩაცმა და ბომონდურ შეკრებებსაც ხშირად ესწრება. ჟურნ­ალმა “კორესპონდენტმა” რამდენჯერმე შეიყვანა “უკრაინის­ ყველაზე გავლენიან ქალთა” სიაში.

ინა გუდავაძე

გაზეთმა “სანდი თაიმსმა” ბრიტანეთისა­ და ირლანდიის მდიდარ ადამიანთა მეგზ­უ­რი­ – RICH LIST-2014 – გამოაქვეყნა და მასში გაერთიანებული სამეფოს ათასზე მეტი უმდიდრესი ადამიანი შეიყვანა. მათ შორის არიან ინა გუდავაძე­ და ქეთი მელუა. ოლიგ­ა­რქ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე ტელეკომპანია “იმედის”­ მფლობელია. პატარკაციშვილების ოჯახს წილ­ე­ბი­ და აქტივები როგორც საქართველოში­ არსებულ კომპანიებში,­ ასევე აშშ-ში, სერბეთში, მარ­ოკოში, ესპანეთსა და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში აქვს…

მარიამ კუკუნაშვილი

მარიამი სუროგაციის ცენტრის – NEW LIFE-ის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელია. უკვე შვიდ ქვეყანაში გახსნა სუროგაციის ცენტრი და მილიონებიც იშოვა. კუკუნაშვილს რამდენიმე ქვეყანაში აქვს კლინიკები და მომავალში მსოფლიო ქსელის გაფართოებას აპირებს. მარიამი ძალიან ბევრს მოგზაურობს. ცნობილი ბრენდების – “პრადას”, “ვალენტინოს”, “დიორის”, “გალიანოსა” და “მაქვინის” სამოსს

იცვამს. ერთსა­ და იმავე მამაკაცზე რვაჯერ (!) იქორწინა და ცნობილ კუნძულებზე ქორწილების გადახდა მისი ჰობია.

ეკატერინე მწითურიძე

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში წავიდა. ჯერ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრეზიდენტის თანაშემწედ, შემდეგ კი რუს­ეთის ტელევიზიის “პირველ არხზე” დილის­ გადაცემაში მუშაობდა. მწითურიძეს რუსეთში გლამურულ და შეძლებულ ქალბატონად მიიჩნევენ – ყოველთვის გემოვნებით აცვია და  ელიტური საღამოების სასურველი სტუმარია. ამასთან, განათლებულია და კარგი მენეჯერული თვისებებითაც გამოირჩევა. ეკატერინე 2011 წელს “როსკინოს” გენე­რალურ დირექტორად დაინიშნა. ის დიდ გავლენას ახდენს რუსულ კინოსამყაროზე; მას სათანამშრომლოდ იწვევენ ამერიკული კინოკომპანიები. 2012 წლიდან ჟურნალ Varierty-ს ხელმძღვანელობს. ზუსტად რა ქონება აქვს მწითურიძეს, უცნობია, თუმცა, ემსახურება ძვირად ღირებული ავტომობილები და იცვამს მსოფლიოს ცნობილი დიზაინერების სამოსს.

მაკა ასათიანი

დიზაინერი მაკა ასათიანი ტელეკომპანია “მაესტროს” 25%-იანი წილის მფლობელია. ასევე ფლობს აქციებს “მერსედესის” სადილერო კომპანია შპს “აკასა” და შპს “ნოღელა­ში”. წლების წინ მაკას ბიზნესსაქმიან­ობა სამ­ო­დელო სააგენტოს დაფუძნებით და­ი­წყო. კარგა ხანს მამის, კახი ასათ­იანის კუთვნილ კომპანიას – “აირზენასაც” ხელმძღვანელობდა. მაკა ასათიანის მეუღლის, კოტე გოგელიას ქონება, არაოფიციალური მონაცემებით, 50 000 000 დოლარია. გოგელია-ასათიანის წყვილი, ძირითადად, შვეიცარიაში ცხოვრობს.

თინა კანდელაკი

რუსეთში მცხოვრები ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი აქტიურად მონაწილეობს საკუთარი ბიზნესის განვითარ­ე­ბაში – მოსკოვთან ახლოს მდებარე ელიტური სოფლის, “შელესტოვოს” თანა­ინვესტორი და არტდირექტორია. 2014 წელს თინა რუსეთის 100 ყველაზე გავლენ­იან ქალს შორის დაასახელეს. იგი ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის, “აპოსტოლის” გენერალური დირექ­ტ­ორია. გარდა ამისა, რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში “ორიფლეიმის” სარეკ­ლამო სახეა. მოსკოვში აქვს ქართული რესტორანი­ “თინათინი”. კანდელაკს ყოფილი ქმრის – ანდრეი კონდრახინისგანაც დარჩა ქონება.

მაია რჩეულიშვილი

მიუხედავად ბევრი უსიამოვნებისა, მისი ქონება დღესაც შთამბეჭდავია. “ცენტრ პოინტ ჯგუფის” დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს, სხვადასხვა შეფასებით, 80 მილიონი დოლარის ქონება აქვს. ერთ დროს წარმატებულმა დეველოპერულმა კომპანიამ ფინანსური პრობლემების გამო ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და “ცენტრ პოინტის” ბევრი მშენებლობა ახლაც დაუსრულებელია. ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ მაია რჩეულიშვილი დეველოპერული კომპანიებისთვის საინვესტიციო ბანკს ქმნის. მას დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ღირებულების მიწა აქვს, რომელსაც ჯერჯერობით, პროკურ­ატურის მოთხოვნის საფუძველზე, ყადაღა ადევს. მაია რჩეულიშვილის თქმით, ეს აქტივი საშუალებას აძლევს, მშენებლობები სხვადასხვა კომპანიის თანადაფინანსებით დაასრულოს.

წყარო: კვირის პალიტრა 

კომენტარები

სხვა სიახლეები