იმ სამი ადამიანის ვინაობა, რომლებიც ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა, ცნობილია. ესენი არიან: პილოტი – ილო ბაიდაშვილი, პილოტის დამხმარე და გიდი კოტე საცერაძე და სასტუმროს თანამშრომელი თორნიკე ოსიაშვილი.
„დღეს ყაზბეგში, ავიაკატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული გიდი კონსტანტინე საცერაძეა, ჩვენი ახლობელი… როგორ მოინელოს მისმა საახლობლომ, ოჯახმა, სკოლამ და მთელმა რუსთავმა რეცა… გაოგნებული ვარ კოტე“,- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
კოტე საცერაძე რუსთავში ცხოვრობდა. როგორც მეზობლები ჰყვებიან, რომ კოტე საცერაძე უმეტეს დროს ყაზბეგში ატარებდა. ის უცხოელ ტურისტებს ემსახურებოდა. მეზობლები ამბობენ იმასაც, რომ სავარაუდოდ კოტე საცერაძეს ხშირად უწევდა იმ ვერტმფრენით მგზავრობა, რომელმაც დღეს კატასტროფა განიცადა.
მეორე გარდაცვლილი პილოტი 46 წლის ილიკო ბაიდაშვილია. ის, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო–საჰაერო ძალების სარდლობის მთავარი შტაბის ა–7 განათლების სამმართველოს ყოფილი უფროსი იყო. ბაიდაშვილს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
რაც შეეხება თორნიკე ოსიაშვილს მასზე ჯერჯერობით დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.
სხვა სიახლეები