23 დეკემბერს შემზარავი ავარია მოხდა ქობულეთი–ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ არის დაშავებული. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან მოთავსებულნი.
მომხდარის შედეგად გარდაიცვალა ერთი ოჯახის სამი წევრი და მათი ნათესავი. ცოლ–ქმარი მადონა და ედუარდ შაშიკაძეები, მათი მცირეწლოვანი ქალიშვილი და 23 წლის ნათესავი გურამ ცეცხლაძე. გარდაცვლილების მეორე შვილი, მცირეწლოვანი ბიჭი სამედიცინო დაწესებულებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.