ახალციხის სოფელ ფარეხასთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გვიან ღამით მომხდარ ავარიას, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა, ორი ადამიანი ემსხვერპლა.
გიორგი თაბუნიძე და მიშა კაპანაძე ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილზე ემსხვერპლნენ. მანქანაში მჯდომი კიდევ ერთი მამაკაცი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა ოჯახის ინფორმაციით მას ოპერაცია უტარდება.
ორი გარდაცვლილი გიორგი თაბუნიძე და მიშა კაპანაძე 24 წლისები იყვნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.