უკრაინაში ძარცვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს მათ შორის ორი კი შსს ყოფილი მაღალჩინოსანია.
უკრაინული მედიის ცნობით დაკავებულები ადგილობრივი მცხოვრების სახლზე შეიარაღებული თავდასხმისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში იძებნებოდნენ. სპეცოპერაციის ჩატარების დროს ისინი შეიარაღებულები იყვნენ.
როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, დაკავებულებს შორის არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები:
განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მირიან გოჩაძე და თენგიზ ზანაძე. დაკავებულებისგან ამოიღეს ავტომატური იარაღი და პისტოლეტი.
მირიან გოჩაძესთან და თენგიზ ზანაძესთან ერთად, ასევე დაკავებულია ლევან ხუციშვილი.
მირიან გოჩაძე შსს ორგანოებში 1994 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა. სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი (დეპარტამენტის დირექტორი). – თენგიზ ზანაძე კი 2004 წლიდან 2013 წლამდე.
ლევან ხუციშვილი შსს ორგანოებში 2006 წლიდან სსდ-საქ. სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს II სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი იყო.