ვინ არიან სოფელ გოდოგანთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი გოგონები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ორი გოგონას ვინაობა ცნობილია. ორი დღის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა გოგონა – თამო ჭოლაძე და ვანდა ქაშაკაშვილი ემსხვერპლა. შეგახსენებთ, რომ ავარია 6 ნოემბერს, სოფელ გოდოგანის გადასახვევთან მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.a53087_big a53086_big a53084_big a53085_big

კომენტარები

სხვა სიახლეები