ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 4 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მაყვალა გამისონია და ჯონი გვილიაა,რომელთაც არასრულწლოვანი შვილები დარჩათ.