გასულ ღამეს თბილისში, გურამიშვილის 78 ნომერში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდები 20 და 21 წლის ბიჭები სავარაუდოდ ძმები არიან. ერთ-ერთი მათგანი, როგორც მეზობლები ამბობენ, შაკო ტყემალაძეა. დაღუპულებს ცეცხლსასროლი ჭრილობები აღენიშნებათ, ერთ-ერთ მათგანს ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი.
მეზობლების ვარაუდით, დამნაშავემ მაყუჩიანი იარაღი გამოიყენა, რადგან გასროლის ხმა არავის გაუგია.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.