მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი – ვინ არიან 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ქართველი სპორტსმენები, რომლებსაც გამოძიება რამდენიმე მუხლით ედავება.
ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, რომელიც ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონია.
მორაგბეები: არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა ჟვანია.
19 წლის ფეხბურთელი, ირაკლი წაქაძე.
სამართალდამცავებმა გამოძიების ფარგლებში დღეს, დილით 17 ადამიანი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. 4–დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მყვინთავებმა მის ცხედარს მდინარე არაგვში მიაგნეს.