“ვინც მე მეხება, ის მამა–უფალს ეხება… საქართველოს ვერაფერი მოერევა – ვერც ეს მსოფლიო უბედურება” – ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მას შავი ბერები იცავენ და ამის შესახებ ხილვა ჰქონდა:

“2020 წელი, 20 აპრილი, 16:45 საათი, ურეკივხედავ, რომ მებრძვიან — იმასაც ვხედავ, ვინ მეომება. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ დიდი სიყვარული მოდის შავი ბერებისგან.

ხედვაში ბერებით გარშემორტყმული ვდგავარ და ჩემს კითხვაზე, ვინ ხართ თქვენ? მპასუხობენ: ჩვენ შენი დამცველები ვართ კოსმოსიდან!

არაფერი არ შემეხება, სანტიმეტრითაც ვერ მომიახლოვდება ვერავინ. ეს შავი ბერები ლოცულობენ ჩემთვის, ისინი მაძლევენ დიდ ენერგიას და არ არსებობს, რამე მომერიოს. უბრალოდ ახლა დედამიწა ავად არის და მეც იმიტომ ვარ ავად. როგორც კი პლანეტა გამოჯანსაღდება, იმ წუთში გამოვჯანსაღდები მეც!

ვხედავ, ეს მარტო ქართველები არ არიან. ხედვაში მთელ მსოფლიოში მოღვაწე შავი ბერები ჩანან — ვის ყურსაც კი მისწვდა ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას სახელი, ყველამ იცის, ვინ ვარ. ისინი რიგრიგობით მოქმედებენ, რიგრიგობით მიცავენ და არასდროს არ მშორდებიან. ანუ ვხედავ შავი ბერების წრეს — მტკიცედ შეკრულს, შუაგულში კი მე ვდგავარ.

ადრე ვთქვი, ვინც მე მეხება, ის მამა–უფალს ეხება–მეთქი. ახლაც იგივეს ვიმეორებ და ვამბობ: ვინც მიწიერად მე მეხება, ჩემს მცველ ბერებს ეხება და სწორედ ისინი დაახვედრებენ ჩემთან მებრძოლებს საკადრის პასუხს.

ხმალამოღებულები დგანან, ადამიანებისთვის უბრალო შავ ანაფორებში შემოსილები, ჩემთვის კი აბჯარასხმულები. და ვაი მათ, ვინც მე შემეხება.

მესმის ხმა: ახლა ხომ იცი, ვინც არიან შენი მცველები. კი, ვიცი, აქამდეც ვიცოდი, რა ძალაც მიცავდა, მაგრამ შავ ბერებზე ასეთი ხედვა პირველად მაქვს.

ეს უნდა მეთქვა, ეს უნდა გამომექვეყნებინა. და რასაც მიიღებთ, ნახავთ და გაოცდებით.უნდა აღვნიშნო: რომის პაპის საქართველოში ჩამოსვლა წარსულში მქონდა ნაწინასწარმეტყველები — ბევრად ადრე. ვხედავ, როცა ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა, მოიკითხა ქართველი წინასწარმეტყველი, მაგრამ დაუმალეს. ვხედავ, ვინც დაუმალა.

საქართველოში ჩემი ყოფნა უმნიშვნელოვანესია — ყველაზე უმნიშვნელოვანესი. ჩემი ქვეყნის თავზე დიდი ძალაა თავმოყრილი და ამ ძალის გასაღები მე მიჭირავს ხელში. ვერავინ წამართმევს ამ გასაღებს, ჩემს მცველ შავ ბერებს ვერავინ გადაახტება, ვერავინ მოერევა. მათთან ბრძოლას არავის ვურჩევს. სანამ ჩემკენ ნაბიჯს გადმოდგამს ვინმე, ამაზე იფიქროს.

შავი ბერების მიერ ჩემი დაცვა ნიშნავს ჩემი ქვეყნის დაცვას და იცოდეს ყველამ: საქართველოს ვერაფერი მოერევა — ვერც ეს მსოფლიო უბედურება, რაც ახლა ტრიალებს, და ვერც სხვა ვერაფერი. ჩემი სამშობლო ყველაფერს გადაურჩება და გაძლიერდება. ამინ!”- წერს კაკულია.

კომენტარები

სხვა სიახლეები